წესები და პირობები Forward TV

ეს პირობები ("წესები და პირობები") გაწერილია იურიდიული შეთანხმების კონკრეტული პირობებით ერთის მხრივ თქვენსა და მეორეს მხრივ In Motion Broadcast შორის (შემდეგში ხსენებული როგორც "Forward TV").

1/ საგანი
Forward TV-ს მომსახურება სატელეკომუნიკაციო მომსახურებების დამატებით სარგებელს წარმოადგენს. ის დამატებითი მომსახურების ნაწილია, ყოველდღიურად გამოწერის სახით ვრცელდება და გთავაზობთ წვდომას 43 საერთაშორისო ტელეარხის ექსკლუზიურ სერვისზე. ტელეარხები 18 განსხვავებულ კატეგორიადაა დაყოფილი და წარმოგიდგენთ მამოტივირებელ შიგთავსს, რომ დაგეხმაროთ სწავლაში, პიროვნულ ზრდასა და გართობაში. („მომსახურება“).
2/ პირობები
მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს მომხმარებლებისთვის. თქვენ გაქვთ თანხმობა მატარებლისგან ამ მომსახურების გამოყენებაზე.
3/ მომსახურების აღწერა
ეს სააბონენტო სერვისი საშუალებას გაძლევთ ყოველდღე უყუროთ ტელეფონზე პირდაპირ ეთერში ტელეარხებს Forward TV საიტიდან 2 ლარად/დღეში. სანამ თქვენ გაქვთ გამოწერა Forward TV-ზე, თქვენ ამ მომსახურების გამოყენება შეგიძლიათ შეუზღუდავად ყოველ დღე.
გამოწერის მომსახურებაზე დასარეგისტრირებლად და შიგთავსზე წვდომისთვის თქვენ უნდა დააწკაპუნოთ გამოწერის ღილაკზე Forward TV მობილურ ვებსაიტზე. როგორც კი დადასტურდება თქვენი გამოწერა, თქვენ გადამისამართდებით ჩვენს საწყის გვერდზე.
თქვენი გამოწერა ავტომატურად განახლდება, სანამ თქვენ არ გააუქმებთ გამოწერას. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი გამოწერა როდესაც ისურვებთ, თქვენი პერსონალური მენიუდან Unsubscribe ბმულზე დაწკაპუნებით. In Motion Broadcast იტოვებს უფლებას გააუქმოს გამოწერა ნებისმიერ დროს.
4/ დახმარება და მხარდაჭერა
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის support@imb.digital .
5/ გადახდები
გამოწერის მომსახურების ჯამი გამოქვეყნდება თითოეულ გვერდზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ Forward TV მომსახურებაზე. კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების ჯამური ან ნაწილობრივი თანხა ჩამოიჭრება ყოველ კვირას, როგორ ეს გაწერილია თქვენი მობილური ოპერატორის მიერ. თუმცა, გამოწერის მაქსიმალური ფასი იქნება 2GEL/დღე.
პოსტგადახდით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის თანხა დაემატება მობილურის ტელეფონის გადასახადს. თუ თქვენ წინასწარი გადახდით სარგებლობთ, თქვენ უნდა დარწმუნდეთ რომ საკმარისი თანხა გაქვთ წინასწარი გადახდის თქვენს ბარათზე გამოწერის დასასრულებლად.
ტარიფები შესაძლებელია განსხვავდებოდეს მობილური ოპერატორის მიხედვით. ზუსტი თანხა გამოჩნდება მომსახურების პირობების პარალელურად, სანამ გამოწერას ან შეძენას განახორციელებთ.
Forward TV ვებსაიტზე წვდომამ მობილური 3G ან 4G კავშირისას შესაძლებელია დამატებითი ხარჯები გამოიწვიოს. ამ ხარჯის ოდენობა დამოკიდებულია თქვენს მობილურ ოპერატორთან დადებული კონტრაქტის ტარიფებსა და პირობებზე, ამიტომ Forward TV ვერ ჩაითვლება პასუხისმგებლად მსგავს ხარჯებზე.
6/ მომსახურებაზე წვდომა
მხოლოდ ლეგალური ასაკის ინდივიდუალებსა და ემანსიპირებულ მცირეწლოვან ახალგაზრდებს (14 წელს ზემოთ) შეუძლიათ გამოიყენონ და კონტრაქტი გააფორმონ Forward TV მომსახურებაზე. არაემანსიპირებულ მცირეწლოვან ახალგაზრდებს Forward TV-ის მომსახურების გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მათი მშობლების ან კანონიერი მეურვეების ავტორიზაციით, ვინც ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებელი იქნება მათზე დამოკიდებული პირების ქმედებებზე. Forward TV ვერცერთი ფორმით ვერ შეცვლის ლეგალური რეპეტიტორის მშობლის კონტროლს, ამიტომ მობილური ტელეფონის ხაზის მფლობელი პასუხისმგებელი იქნება ყველა შედეგზე.
თქვენ უნდა გქონდეთ ყველა საჭირო რესურსი (ყურსასმენი, პროგრამა, ინტერნეტ კავშირი) In Motion Broadcast მომსახურების გამოსაყენებლად. In Motion Broadcast-ს შეუძლია შეწყვიტოს მისი მომსახურების მოწოდება აღდგენითი, შესწორებებისა და შესაკეთებელი სამუშაოების შესასრულებლად. Forward TV-ს ასევე შეუძლია დროებით ან სამუდამოდ შეცვალოს კონკრეტული მომსახურება ან პროდუქტი.
7/ გამოწერის გაუქმება
თუ გამოწერის გაუქმება გსურთ, გადადით თქვენს მენიუში ჩემს ანგარიშს -ში და დააწკაპუნეთ Unsubscribe ღილაკზე ან მოგვწერეთ support@imb.digital .
8/ მომხმარებლის პასუხისმგებლობა
Forward TV არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი სახის დანაკარგსა თუ ზარალზე, რომელიც გამოწვეული იქნება Forward TV-ის მიერ მოწოდებული მომსახურების არასათანადო გამოყენებით მის კონტროლს გარეთ ან მასთან არადაკავშირებული მიზეზების შედეგად. თქვენგან მოითხოვება არ გამოიყენოთ In Motion Broadcast მომსახურება არასათანადოდ და პატივი სცეთ მესამე პირთა უფლებებს, მათ შორის სავაჭრო ნიშნის უფლებებს, პატენტებს, საავტორო უფლებებსა და სხვა სახის ინტელექტუალურ და სამრეწველო საკუთრებას.
ასევე, თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ Forward TV-ის მომსახურების გამოყენება დაუშვებელია კომერციული მიზნებით და ნებისმიერი სხვა დაუკავშირებელი მიზეზით, რომელიც აღწერილია ამ წესებსა და პირობებში.
9/ Forward TV პასუხისმგებლობა
Forward TV არ არის პასუხისმგებელი ტექნიკურ ხელმისაწვდომობაზე ან მესამე კომპანიების ვებ/wap/მობილურ ინტერნეტ საიტებზე, რომლებზეც წვდომა გაქვთ მათ საიტზე განთავსებული ბმულის საშუალებით. შესაბამისად Forward TV არ ადასტურებს, არც ამოწმებს მესამე კომპანიათა ვებსაიტებზე ნაჩვენებ პროდუქტებს, მომსახურებას, შიგთავსს, ინფორმაციას, მონაცემებს, ფაილებსა და ნებისმიერი სახის მასალას. Forward TV ასევე არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი შიგთავსისა და მომსახურების იმ ხარისხზე, ლეგალურობაზე, პასუხისმგებლობასა და სარგებელზე, რომელიც განთავსებულია Forward TV-თან კავშირში არ მყოფ გარე საიტებზე.
Forward TV არ არის პასუხისმგებელი თუ მოთხოვნილი პროდუქტი ან მომსახურება არ იქნა სწორად მოწოდებული ან წარმოდგენილი, როდესაც ამ პრობლემას ვერ მივაკუთვნებთ In Motion Broadcast მიზეზებს (მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ სიტუაციები, როგორიცაა რეალური ვიდეო ვერ ჩაიტვირთა ოპერატორის კავშირის პრობლემებისა და თუ ტექნიკური შეფერხების გამო, რომელიც თქვენი ტელეფონის კონფიგურაციასთან არის კავშირში).
თუ გამოააშკარავებთ რაიმე სახის არალეგალურ შიგთავსს, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით.


Forward TV-ის მობილური პორტალის შიგნით არსებული ყველა შიგთავსი, დიზაინი და პროგრამული კოდი სრულიად დაცულია საავტორო უფლებით: ნებისმიერი ელემენტის კვლავწარმოება, კომუნიკაცია, გავრცელება და განაწილება სრულიად დაუშვებელია, თუ არ გექნებათ საჭირო ავტორიზაცია.
ეს პროდუქტი შექმნილია In Motion Broadcast SAS-ის მიერ.
ამასთან ერთად, ყველა სიმბოლო (ლოგო, ფონტი, ხატულა, სხვა) Forward TV ვებსაიტზე Forward TV-ის ან მესამე კომპანიების საკუთრებაა და მისი კვლავწარმოება ან გავრცელება სრულიად აკრძალულია თანხმობის გამხოტვის გარეშე. ასევე აკრძალულია ამ წესებისა და პირობების სრულიად ან ნაწილობრივ კოპირება, კვლავწარმოება ან გამოყენება In Motion Broadcast-ის თანხმობის გარეშე.
Forward TV ინარჩუნებს უფლებას ცალმხრივად გააუქმოს, დაამატოს ან შეცვალოს ნებისმიერი შიგთავსი, მომსახურება ან ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელმისაწვდომია Forward TV მობილურ ვებსაიტზე.
11/ პერსონალური მონაცემები
1998 წლის მონაცემთა დაცვის აქტის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს ქონდეს წვდომა, შეასწოროს ან/და შეეწინააღმდეგოს ნებისმიერი პერსონალური მონაცემის გამოყენებას, IN MOTION BROADCAST-ის მონაცემთა მაკონტროლებელთან წერილობითი მიმართვით, მისამართზე: 14bis rue Daru, 75008, Paris, France.
12/ ქუქი პარამეტრები
ჩვენ ვიყენებთ ქუქის, პიქსელებსა და სხვა ტექნოლოგიებს (საერთო სახელით "ქუქის") რათა აღვიქვათ თქვენი IP მისამართი, ბრაუზერი, მომხმარებლის ID ან ხელსაწყო, გავიგოთ მეტი თქვენი ინტერესების შესახებ და მოგაწოდოთ საკვანძო ფუნქციები და მომსახურება დამატებითი მიზნებით, მათ შორის:
• ამოგიცნოთ Forward TV-ზე შემოსვლისას. ეს საშუალებას გვაძლევს მოგაწოდოთ პროდუქტის რეკომენდაციები, გაჩვენოთ პერსონალიზირებული შიგთავსი, ამოგიცნოთ თქვენ როგორც Forward TV-ის წევრი და მოგაწოდოთ სხვა ინდივიდუალური ფუნქციები და მომსახურება.
• ვაწარმოოთ კვლევა და დიაგნოსტიკა Forward TV-ის შიგთავსის, პროდუქტის და მომსახურების გასაუმჯობესებლად.
• აღკვეთოთ თაღლითური აქტივობები.
• გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება.
• თქვენი ინტერესების შესაბამისი შიგთავსის მოწოდება Forward TV-ზე, მათ შორის რეკლამა.
• ანგარიშგება. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს გავზომოთ და გავაანალიზოთ ჩვენი მომსახურების მუშაობის მაჩვენებელი.
Forward TV ქუქისები საშუალებას გაძლევენ გამოიყენოთ Forward TV-ის ზოგიერთი საკვანძო ფუნქცია. მაგალითად, თუ თქვენ დაბლოკავთ ან სხვაგვარად უარყოფთ ჩვენს ქუქიზს, თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი პროდუქტების შეძენას, ვერ აღგიქვამთ როგორც Forward TV წევრს, ან ვერ გამოიყენებთ Forward TV-ის ნებისმიერ პროდუქტს და მომსახურებას, რომელიც ითხოვს ქუქიზს რეგისტრაციისთვის.
დადასტურებულ მესამე კომპანიებსაც შესაძლებელია ქონდეთ ქუქიზ გააქტიურებული, როდესაც თქვენ Forward TV მომსახურებით სარგებლობთ. მესამე კომპანიებში შედის საძიებო სისტემები, მაჩვენებლების მომწოდებლები და ანალიტიკური მომსახურება, სოციალური მედიის ქსელები და სარეკლამო კომპანიები. მესამე მხარის კომპანიები იყენებენ ქუქიზებს შიგთავსის მიწოდების პროცესში, მათ შორის თქვენი ინტერესების შესაბამისი რეკლამა და მათი რეკლამის ეფექტურობის საზომი.
თქვენ შეგიძლიათ თავად გააკონტროლოთ ბრაუზერის ქუქიზები ბრაუსერის პარამეტრებიდან. "Help" დახმარების ფუნქცია ბრაუზერთა უმრავლესობაზე მიგანიშნებთ როგორ აარიდოთ თქვენი ბრაუზერი ახალი ქუქიზების მიღებას, როგორ შეგატყობინოთ ბრაუზერმა ახალი ქუქიზების მიღების შესახებ, როგორ გავაუქმოთ ქუქიზები და როდის ამოიწურება ქუქიზები. თუ ყველა ქუქიზს გათიშავთ თქვენს ბრაუზერზე, ვერც ჩვენ და ვერც მესამე პირთა კომპანიები ვერ შეძლებენ თქვენს ბრაუზერში ქუქიზების გადმოტანას. თუ ამას გააკეთებთ, შესაძლებელია მოგიწიოთ ხელით გაასწოროთ ზოგიერთი პარამეტრი ყოველ ჯერზე, როდესაც საიტს ეწვევით და შესაძლებელია ზოგიერთმა ფუნქციამ და მომსახურებამ არ იმუშაოს.
13/ ცვლილებები
In Motion Broadcast ინარჩუნებს უფლებას შეცვალოს ეს წესები და პირობები, მათ შორის ფასები და ნებისმიერი რამ, რაც გამოწერასთან არის დაკავშირებული.
14/ ინფორმაცია კომპანიის შესახებ
სახელი In Motion Broadcast
მისამართი 14bis rue Daru, 75008, Paris, France
დღგ ნომერი FR73847645546
კომპანიის რეგისტრაციის ნომერი 847 645 546
15/ საჩივრები
ამ პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი საჩივარი უნდა წერილობით გაცხადდეს support@imb.digital